ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ორშაბათს, 13 ივლისს, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკომისიის პრესსპიკერზე, პაულა პინიოზე, დაყრდნობით ავრცელებს.
„დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი პარიზში გაემგზავრება, სადაც დაესწრება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს“, – განაცხადა პინიომ.
სამშაბათს კი, 14 ივლისს, ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულში.
ცნობისთვის, 13 ივლისს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც 30-ზე მეტი მონაწილე სახელმწიფო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობის დამყარების საკითხზე იმსჯელებს. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

