ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ქვეყნის ლიდერის მკვლელობა, ვერ შეასუსტებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომელსაც თეირანი „წინააღმდეგობის ფრონტს“ ეძახის, – ამის შესახებ ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ყოფილი მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, მათი ლიდერის მკვლელობა “წინააღმდეგობის ფრონტის“ იდეას ვერ შეარყევს და პირიქით, ისლამურ ერს გააერთიანებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინალმა ლიდერებმა, ისლამური რევოლუციისა და „წინააღმდეგობის ფრონტის“ ყველა მტერმა უნდა გაიგოს, რომ ლიდერის მკვლელობით, ისინი ვერასდროს ჩააქრობენ ღვთიურ სინათლეს, ვერ შეარყევენ მორწმუნე ერების ნებას და ვერ დაუშვებენ წინააღმდეგობის დროშას“, – განაცხადა აჰმად ვაჰიდმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ლიდერის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი და რომ „წამებული ლიდერის სისხლი გახდა გაღვიძების, ღირსების, ძალაუფლებისა და ისლამური ერის გაერთიანების წყარო’’.

