ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერია ავტობუსების პარკის განახლებისთვის 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხს აიღებს

თბილისის მერია ავტობუსების პარკის განახლებისთვის 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხს აიღებს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისში ავტობუსების პარკის განახლების თაობაზე სესხის აღებას. კერძოდ, სესხის აღებისა და გადმოსესხების ხელშეკრულება გაფორმდება ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის.

სესხის მოცულობა  27 მილიონი ევროა, რომელიც  მიზნობრივად დაფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ და მოხმარდება თბილისის მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსების შეძენის პროექტის განხორციელებას.

“ჯამში 34 მილიონი ევროა განსაზღვრული თბილისში ახალი ავტობუსების შეძენისთვის. ყველა პროცესი დასრულებულია და სამშაბათს გამარჯვებულ კომპანიას გამოაცხადებენ. ავტობუსები ადაპტირებულია. არის 12 მეტრიანი და 150 ერთეული. ისინი სექტემბრის ბოლოდან განრიგის მიხედვით გამოჩნდებიან ქალაქში“.-განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.

იტვირთბა....