ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგადა პაპიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო დარბაზი ვერდიქტს ტაშით შეხვდა.
როგორც სხდომის მოსამართლემ განმარტა 20 წლის ვადის მოხდის შემდეგ ბრალდებულს უფლება აქვს გათავისუფლდეს კანონით განსაღრულ დროზე ადრე.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს. მას შვილის და ქმრის მკვლელობა ედება ბრალად. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.