ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის ემოციური სიტყვა: „საკუთარი შვილი მას რომ გაეგუდა, მისი ინტერესების დაცვას ვერ შევძლებდი“

 

მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატი მარიკა ფხალაძე პაპიძისთვის სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას ითხოვს. მინიმალური ზომა კი ამ შემთხვევაში 16 წელია.

“ვიცავდი მის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი. ნაფიცებმა ის საკუთარი შვილის მკვლელად ცნეს. მე რომ ერთი წუთით შემპარვოდა ეჭვი, რომ საკუთარი შვილი მან გაგუდა, მისი ინტერესების დაცვას ნამდვილად ვერ შევძლებდი. გთხოვთ გაითვალისწინოთ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მაგდა იყო გიჟი დედა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ფსიქოლოგის ჩვენებაც, რომელმაც თქვა, რომ ის ყოველთვის განიცდის უკამყოფილებას სიყვარულის და სითბოს ნაწილში. გთხოვთ მისცეთ უფლება, რომ წლების შემდეგ შვილის საფლავი ნახოს. მოვითხოვ, მისი სასჯელი მინიმალურით განისაზღვროს.” – განაცხადა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ.

პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.

შეგახსენებთ, 4 ივლისს მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

 

იტვირთბა....