ფოთში, ზღვაში 14 წლის ბავშვი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ბანაობის დროს ორივე მათგანი ტალღამ გაიტაცა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა მხოლოდ ერთ-ერთმა მოახერხა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული ბავშვის ცხედარი ახლახანს ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.