ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრაფიკი: თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება

 

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, ისნის, გლდანის, ვაკის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, სამგორის და ლევან რაზიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: უწერის და ბარისახოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქსოვრელის და ილურიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 09:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....