დღეს პრეზიდენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონს ხელს მოაწერს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. აღნიშნული კანონი პარლამენტმა 2016 წლის 24 ივნისს მიიღო.
მიშველაძის თქმით, კანონის მიხედვით, მთელი რიგი ნაკლებადმძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან 70 წლის, ან 70 წელს გადაცილებული მამაკაცები და 65 წლის ან 65 წელს გადაცილებული ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები.
ეკა მიშველაძისთვის უცნობია კონკრეტული სტატისტიკა, რამდენი მსჯავრდებული და ბრალდებული დატოვებს საპატიმროს.