ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სახელმწიფო საიდუმლოს გასაჯაროების ბრალდებით: სესიაშვილი პროკურატურაში

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, შაბათს, „რუსთავი 2“-ის ეთერში აჰმედ ჩატაევის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ.

პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ მიმართა.

კუპრავას განმარტებით, სესიაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც აჰმედ ჩატაევი ყოფილი ხელისუფლების აგენტი იყო, კანონის დარღვევაა, რადგან სახელმწიფო საიდუმლოს გასაჯაროება სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ამ ფაქტს მისცენ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რადგან შემდგომში ზოგიერთ ჭორიკანა მაღალი თანამდებობის პირებს არ გაუჩნდეთ სურვილი და ეს იყოს პრევენცია იმისათვის, არ გასცენ სხვადასხვა სახელმწიფო საიდუმლოებები,“ – აცხადებს ზვიად კუპრავა.

იტვირთბა....