საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” გადავიდა.
ფაჩულიასა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასის სახით, 32 წლის ფაჩულია წელიწადში 2,9 მლნ. დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ფაჩულიამ “დალასში” გაატარა.