ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: თბილისის ექვს რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, ნაძალადევის, ისნის, საბურთალოს, გლდანის და დიდგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონში, 09:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების IX, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00-მდე კი, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ქსოვრელის და თმოგვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, გოძიაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, არშბას, სანდრო ეულის და პოლიტოვსკაიაას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....