ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლისათვის მხარის დაჭერა იგივეა, ვთქვათ გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა, – ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს. თუ რამდენად სცემს ეუთო-ს ღირებულებებს პატივს წარდგენილი კანდიდატურა და ასევე პარტია, რომელშიც აღნიშნული პოლიტიკოსი მოღვაწეობს.
შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზეა წარდგენილი.
იტვირთბა....