ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს განაჩენი გამოუტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე   დამნაშავედ მიიჩნიეს.

სასამართლოს ცნობით, მსაჯულებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ამის თაობაზე სასამართლო 6 ივლისს იმსჯელებს, სასამართლო სხდომა  11 საათზეა დანიშნული.

მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით, 7 თვის წინ დააკავეს. მისი საქმის არსებითი განხილვა სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა.

იტვირთბა....