ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცხინვალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც, მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

“დაკავებულია სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში”. – ნათქვამია ე.წ სამხრეთ ოსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი.

იტვირთბა....