ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაზე ალიანსის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
„ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვიუნარიანობა და პოტენციალი, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რადგან გარედან საქართველოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის სამეზობლოს სტაბილურობა ნატო-ს უსაფრთხოებას ზრდის.