ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

UNICEF-ის სოციალური ექსპერიმენტი თბილისში (ვიდეო)

„რას გააკეთებდით, 6 წლის ბავშვი ქუჩაში მარტო რომ გენახათ?“

გაეროს ბავშვთა ფონდმა(UNICEF) თბილისში სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. ვიდეო-ექსპერიმენტში ასახულია, როგორ ექცევიან ადამიანები საჯარო ადგილებში მარტო დარჩენილ ბავშვს.

ვიდეოში, UNICEF -ის განმარტებით, მონაწილეობს 6 წლის ანანო, რომელიც მსახიობია. მას მიუსაფარი ბავშვის გრიმი გაუკეთეს და ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი რესტორანში მარტო დატოვეს. ვიდეოში ასახულია როგორი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მიუსაფალი, მარტოდ დარჩენილი ბავშვის მიმართ.

UNICEF -ი ვიდეოს ბოლოს განმარტავს, რომ ექსპერიმენტი დროზე ადრე შეწყვიტეს, რადგან 6 წლის მსახიობის მიმართ გამოვლენილმა რეაქციებმა ის შეაწუხა.

ანანო ხსნის, რომ მასდამი გამოვლენილი უარყოფითი დამოკიდებულება მისმა ჭუჭყიანმა ტანსაცმელმა და მიუსაფარი ბავშვის გრიმმა გამოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=ypz4uC8qjJg

იტვირთბა....