საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მან მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის იყო. კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.