დღეს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც ორკვირიანია და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.
აღდგომის მარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა შედარებით მსუბუქია. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია.
ქრისტეს 12 მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.