ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით სიღნაღში პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლამდე გოგონამ გაუპატიურების შესახებ პოლიციაში განაცხადა.
მომხდარზე გამოძიება137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.