ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„სისხლი ახალი მოწმენდილი იყო“: როგორი ჩვენება მისცა ექსპერტ-კრიმინალისტმა მაგდა პაპიძის პროცესზე

 

დღეს კვლავ განახლდა შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტი მოწმის სახით დაიკითხა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე, სადაც გამოძიების ვერსიით მკვლელობა მოხდა, კედელზე და დივანზე სისხლის კვალი არ შეუმჩნევია. მისი თქმით, კვალი რომ დაენახა, აუცილებლად აიღებდა ნიმუშს.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ როდესაც სპეციალური ხსნარით, რომელიც მოწმენდილ სისხლს ხილულს ხდის, იატაკი დაამუშავეს, აღმოაჩინეს, რომ სისხლი ახალი მოწმენდილი იყო.

მას დაცვის მხარემ დაუსვა შეკითხვები. კითხვაზე, დაათვალიერეს თუ არა მათ დივანი და ახადეს თუ არა დივანს, ექსპერტმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა დივანს სათავსო თუ ჰქონდა, ამაზე არც არავის უთქვამს. მისი თქმით, ექსპერტებმა დაათვალიერეს მხოლოდ დივანის ქვედა მხარე და მისი გადასაფარებელი, რადგან ბრალდებულის დედამთილმა მათ უთხრა, რომ აღნიშნული გადასაფარებელი მაგდა პაპიძემ იმ დღეს გარეცხა.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ბრალად ედება შვილისა და ქმრის მკვლელობა. ის ბრალს არ აღიარებს და ამის დასამტკიცებლად მოითხოვა მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. სამართალდამცავებმა ბრალდებული მაგდა პაპიძე 19 დეკემბერს დააკავეს.

იტვირთბა....