აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და იმ დავალებით მოქმედებენ” – შალვა პაპუაშვილი

არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, დარჩება თუ არა ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“.

პაპუაშვილის თქმით,  ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია, სინამდვილეში კი, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან.

„ზოგადად, იქნება ეს ალიანსი, ცხრიანი, ოთხიანი, შვიდიანი თუ სხვა, ეს არის მხოლოდ მოჩვენებითი ფორმები, რომელიც გამოიგონება იმისთვის, რომ სიმართლე არ დაგვანახონ. სიმართლე კი ერთია – არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. ეს არის ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ. არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა აქ არ არსებობს. ეს ყველაფერი, ფარსი ნანახი გვაქვს, მათ შორის პარლამენტში. წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გავიდა ფრაქციიდან, პარტიიდან, ასევე მას და რომან გოცირიძეს ჰქონდათ ვითომ ცალკე ჯგუფი, შემდეგ იგივე ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვნახეთ დაბრუნებული და ლიდერობის მსურველი. იგივე ითქმის ვაშაძეზე, ჯაფარიძეზე, გვარამიაზე. ეს ხომ ნანახი სცენარია, თითქოს დაიშალნენ. ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია. სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან. დავალებებს იღებენ პირდაპირ გარედან და იმას ასრულებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....