საზოგადოება

დათუნა ლაზარიშვილის დედა: „გავედი არ მინდოდა მენახა და მომესმინა როგორ ტოვებდა პროექტს…“

X ფაქტორის გუშინდელი აუტსაიდერის, დათუნა ლაზარიშვილის  დედა, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დარწმუნებული ვიყავი რომ გავარდნილი იყო, მე დარბაზიდან გავედი არ მინდოდა მენახა და მომესმინა როგორ ტოვებდა პროექტს… მარიკო ლეჟავა მოვიდა, გილოცავო და გავოგნდი…

ვერ გეტყვით რომ სიხარულით ცას ვეწიე, იმიტომ, რომ 12 წლის მომღერალი რომლისთვისაც არ არსებობს სირთულე არც ვოკალურად არც ტექნიკურად არც დიაპაზონის მხრივ თან ტონალობასთან კონფლიქტში არ არის, აუტსაიდერად არ უნდა მდგარიყო მეორედ.

ჩემგან ცოტა უხერხულია და მომიტევეთ მაგრამ ერის ყურები ხარისხს უნდა შეეჩვიოს ! მიუხედავად იმისა რომ ნინა სუბლატთან დაკავშირებით საყვედური გამოვთქვი ერთ-ერთ შოუში ამას როგორც გამოჩნდა ნინაზე გავლენა არ მოუხდენია… ბრავო ნინა შენ მე მომიგე” – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ X ფაქტორში აუტსაიდერებში უკვე მეორედ მოხვდა 12 წლის დათუნა ლაზარიშვილი. მასთან ერთად მიშო სულიხიაც აუტსაიდერი იყო.

ჟიურის, კონკრეტულად კი, ნინა სუბლატის გადაწყვეტილებით, პროექტი მიშა სულუხიამ დატოვა.

იტვირთბა....