ამბრელას დამფუძნებელი, ლუკა ფეიქრიშვილი, არ გამორიცხავს, წინასაარჩევნოდ მისი დაკავება მოხდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თავად განაცხადა. მან გუშინ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე ისაუბრა.
პროგრამისტის აზრით, გუშინ მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას წაღებულ კომპიუტერში შესაძლოა, მოხდეს იმ ინფორმაციის შეყვანა, რაც განაპირობებს მის დაკავებას.
ლუკა ფეიქრიშვილის თქმით, მისი დაკავების შემთხვევაში რეალური მოტივი ნაციონალურ მოძრაობასთან დაგეგმილი თანამშრომლობა და მისი ხმაურიანი განცხადებები იქნება.