შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, მოწმის სახით დაიკითხა გამოძიების ვერსიით, მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცის ოთარ ბერძენიშვილის დის ძმა. მან დეტალურად გაიხსენა მკვლელობის ღამე.
”ღამის საათებში დამირეკა ოთარ ბერძენიშვილმა, მითხრა, ხომ არ გძინავსო, მე ვუპასუხე, არა-მეთქი. მითხრა, თუ შეგიძლია ჩამოდიო. ჩავედი მის სახლთან. მითხრა, რომ მეგობარმა დამირეკაო და თუ შეგიძლია, ქვევით, უბანში ჩავიდეთო. შემდეგ შეგვხვდა ”ლუკოილის” გამყიდველი და დარაჯი. კორპუსთან რომ გავჩერდით, მათ გვითხრეს, რომ მამა-შვილი არის დაღუპულიო. შემდეგ ჩავედით შემთხვევის ადგილზე და დაგვხვდა სააწრაფოს და პატრულის მანქანა და გვამები. როცა მივედით შემთხვევის ადგილზე ჩამოვედით მანქანიდან, ამ დროს ოთარიც მანქანასთან იდგა, შემდეგ მე მანქანაში ჩავჯექი. ოთარიც ჩამიჯდა მანქანაში. დარეკა ტელეფონზე, მე მთხოვა მობილური, იმიტომ რომ ანგარიშზე არ ჰქონდა. რა ილაპარაკა და რა დარეკა არ მომისმენია, იმიტომ რომ მანქანასთან იდგა და მე შუშები მქონდა მანქანაში აწეული” – აღნიშნა მოწმემ.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ბრალად ედება ქმრისა და შვილის მკვლელობა. პაპიძე ბრალს არ აღიარებს. სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.