ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გაზპრომისგან” ბუნებრივ აირს კიდევ ერთი ქართული კომპანია შეიძენს

“გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და კომპანია “GASCOM +” ხელმძღვანელმა გიორგი მამალაძემ რუსული გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება „რუსეთის ეკონომიკური ფორუმი 2016“-ის ფარგლებში გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, “გაზპრომი“ ქართულ კომპანიას 100 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის.

შეგახსენებთ, რუსული გაზით მარაგდება კომპანია “ჯეოტრანსგაზი”, რომელმაც გასულ წელს “გაზპრომისგან“ 0,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა.

იტვირთბა....