სამართალი

„ვისთანაც მინატრია ჩახუტება საკანში ყოფნის დროს, შენ იყავი“: მაგდა პაპიძემ პროცესზე მოწმეს მიმართა

 

გრძელდება შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა. დღესაც პროცესი მოწმეთა დაკითხვით მიმდინარეობს. მოწმის სახით კვლავ იკითხებიან პაპიძის მეზობლები. „მეტრონომის“ ჟურნალისტი პერიოდულად შემოგთავაზებთ ინფორმაციას იქ მიმდინარე მოვლენებზე.

ერთ-ერთი მოწმე, მოკლული ომარ ქაფიაშვილის მეგობარი და ამავდროულად პროკურატურის ინფორმაციით, პაპიძის მეგობარი მამაკაცის, ოთარ ბერძენიშვილის მეგობარია.

მან აღნიშნა, რომ ბერძენიშვილსა და პაპიძის ურთიერთობის შესახებ არაფერი სმენია. რაც შეეხება ომარსა და ოთარ ბერძენიშვილის მეგობრებს შორის კონფლიქტს, მოწმემ აღნიშნული ფაქტი უარყო.

ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ მოწმეს მიმართა:

”ერთადერთი, ვისთანაც მინატრია ჩახუტება საკანში ყოფნის დროს, შენ იყავი, მეგობრულად”

ამას რეპლიკა მოჰყვა დარბაზში მჯდომი პაპიძის დედამთილისგან:

”ოთარ ბერძენიშვილთან არ გინატრია?”

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ბრალად ედება შვილისა და ქმრის მკვლელობა. პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.

 

 

 

იტვირთბა....