ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

The Washington Post: „NATO-მ და ევროკავშირმა საქართველო მიატოვა“

“თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაჟინებით ითხოვს, რომ NATO-გან საქართველომ გაწევრიანების საქმოქმედო იგივე MAP მიიღოს, რაც გაწევრიანების აუცილებელი პირობაა, თუმცა მინისტრის მცდელობის მიუხედავად სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართება უკვე ცნობილია, რომ საქართველო ბევრს არაფერს უნდა ელოდოს”. – წერს ავტორი.

გამოცემის თანახმად, ჩრდილო ატლანტიკური კავშირის წევრობას ვარშავის სამიტზე მონტენეგროს ოფიციალურად შესთავაზებენ. მონტენეგრო ცოტა ხანში NATO-ს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდება, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანას კორუფციის კუთხით საქართველოსთან შედარებით მეტი პრობლემა აქვს.

The Washington Post წერს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხს გერმანია და საფრანგეთი აფერხებენ. ევროპის წამყვან ქვეყნებს სჯერათ, რომ ალიანისის წევრობის მინიჭება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს, რადგან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას სერიოზული შდეგები მოჰყვება. “NATO-ს რუსეთთან ომი არ სურს. ასეთი პოზიციის გამო კი ხიდაშელი იმედგაცრუებულია.”

სტატიაში ნათქვამია, რომ NATO-გან  განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდა, რომ მან ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი შეაჩერეს.

ავტორის ინფორმაციით, გერმანული მხარის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაა, ასევე ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა კრიმინალური დაჯგუფებების ევროპაში ჩასვლა.

სტატიის დასასრულს ავტორი ქვეყნის შიდა მდგომარეობასაც ეხება და წერს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მმართველი კოალიციის რეიტინგი დრამატულად ეცემა. მცირდება NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობაც.

“თუ შევადარებთ 2013-2015 წელს ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს ვნახავთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 85%-დან 61%-მდე შემცირდა. NATO-ში გაწევრიანება კი 2013 წელს 81% სურდა, ახლა კი 69% უნდა. ეს ციფრები კი მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. საქართველოში მოქმედი პრორუსული პოლიტიკური პარტიების, პრორუსული მედიის მთავარი მესიჯია, რომ კურსი რუსთის საარგებლოდ  უნდა შეიცვალოს”. – წერს The Washington Post.

იტვირთბა....