ახალი ამბები მთავარი

ილია მეორე: ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია

საბერძნეთში დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიების საერთო კრებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განმარტება გააკეთა.

“ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა. მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე”.-განაცხადა პატრიარქმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხვალ 13 ივნისის სტიქიის წლისთავთან დაკავშირებით სამებაში პანაშვიდი ჩატარდება.

შეგახსენებთ, 10 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას, 16-26 ივნისს, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ, დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობაზე. 14 მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ამ დროისთვის კრებაში მონაწილეობაზე უარი ოთხმა ეკლესიამ თქვა.

იტვირთბა....