აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადას ხანძრების გამო გადასახადების გაზრდით ემუქრება.
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კანადაში ხანძრები დაუდევრობით იყო გამოწვეული და ქვეყნისთვის ტარიფების გაზრდით იმუქრება. ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კანადას „პასუხისმგებლობას აკისრებს თავისი ტყეების არასათანადო მართვისთვის“.
ტრამპის მტკიცებით, ეს იწვევს „გაუმართლებელ დაბინძურებას, არაჯანსაღ და საშიშ ჰაერს, რომელიც შეერთებულ შტატებში შედის“.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ეს „განზრახ დაუდევრობაა“, რომელიც, მისი თქმით, „ყოველწლიურ მოვლენად იქცევა და შეერთებულ შტატებს მილიარდობით დოლარი უჯდება“. ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაბინძურების ღირებულება უნდა დაემატოს კანადის მიერ ამჟამად გადახდილ საბაჟო გადასახადებს.

