ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ფლორიდაში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მოკლულია

ფლორდის ქალაქ ორლანდოში ღამის კლუბზე თავდასხმაში მონაწილე შეიარაღებული პირი მოკლულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფლორიდის პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცველების განცახდებით, სროლის შედეგად არიან დაშავებულები.

Reuters -ის ინფორმაციით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ “პულსში” შეიარაღებულმა პირმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:00 საათზე გახსნა ცეცხლი. ინციდენტის დროს კლუბში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები.

იტვირთბა....