ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარი შეტაკებებისას 30 ადამიანი დაშავდა

ინგლისი-რუსეთის მატჩის დასრულების შემდეგ საფრანგეთი არეულობამ მოიცვა. თამაშის შედეგით უკმაყოფილო გულშემატკივრები ერთმანეთს მარსელის ქუჩებში დაუპირისპირდნენ.

მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე ფრანგი და რუსი გულშემატკივრების ჯგუფები ინგლისის ნაკრების მომხრეებს დაესხნენ თავს, საბოლოო ჯამში კი არეულობამ ქუჩებში გადაინაცვლა. შეტაკებების შემდეგად დაშავდა 30-მდე ადამიანი, აქედან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. დაპირისპირებული ფანების გასაშველებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისსა და რუსეთს შორის გუშინ გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იტვირთბა....