უეფა მარსელის სტადიონზე ინგლისელი და რუსი გულშემატკივრების ქმედებების განხილვას გეგმავს.
როგორ BBC იტყობინება, რუსეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ ათობით რუსი გულშემატკივარი იმ ტრიბუნებზე შეიჭრა, სადაც ინგლისელი გულშემატკივრები იყვნენ. ინციდენტს ორ მხარეს შორის დაპირისპირება მოჰყვა. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო აცხადებს, რომ ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის ტრიბუნები სპეციალური ბუფერული ზონით არ იყო გაყოფილი.
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისსა და რუსეთს შორის გუშინ გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.