ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება

სოფელ ბერშუეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება
გატაცებულების ახლობლების თქმით, რიონ და გიორგი ზაუტაშვილები საქონელს საცხოვრებელ სახლთან ახლოს აძოვებდნენ, რა დროსაც ისინი შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევისთვის დააპატიმრეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გატაცებული ერთ-ერთი მამაკაცი თითქმის 80 წლის არის და ის რამდენიმე დღის წინ გულის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა. ამჟამად კი მისთვის აუცილებელია შესაბამისი მედიკამენტების მიღება, რომელიც მას თან არ აქვს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ უქმე დღეების გამო დაკავებულების გათავისუფლება დღეს ვერ მოხერხდება.

იტვირთბა....