„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აფასებს.
„ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა.
მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული. პოლიტიკური გვამი ხარ თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ -ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად,“ -ეს განცხადება ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.