ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს

ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოსა და უკრაინისთვის, თუმცა თურქეთისა და კოსოვოს მხარდაჭერაზე თავს იკავებს. განცხადება ამ თემაზე ფინეთის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

ოლი-პეკი ჰეინონენი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინას ყველა მოთხოვნა აქვს შესრულებული, შესაბამისად ფინეთი მზად არის დღესვე დაუჭიროს მხარი ამ ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. რაც შეეხება თურქეთსა და კოსოვოს, საკითხი ღიად რჩება, რადგან ფინეთის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ ქვეყნებს ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები ამ ეტაპისთვის სრულად არ დაუკმაყოფილებიათ.

იტვირთბა....