ეს დიეტა 20 დღის განმავლობაში უნდა დაიცვათ. დაიკლებთ 5–8 კგ–ს.
პირველი 2 დღე აწყობთ განტვირთვას მაწონით ან კეფირით – მთელი დღის განმავლობაში იღებთ მხოლოდ მაწონს ან კეფირს 1-1.5 ლიტრს.
შემდეგი 18 დღე მორიგეობით იცავთ ცილების და მცენარეულ დიეტას:
ერთ დღეს იღებთ მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვებს: ხორცი (საქონელი, ქათამი, თევზი), რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი… მცენარეული წარმოშობის არაფერი არ შეიძლება.
შემდეგ დღეს მიირთმევთ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტს: ხილი, ბისტნეული.. ცხოველური წარმოშობის არაფერი არ შეიძლება.
ასე მორიგეობით გრძელდება 18 დღე.
დიეტის დროს აკრძალულია ცხიმიანი საკვები, შოკოლადი, მაიონეზი, კარაქი, ზეთი, არაჟანი, ნამცხვრები…
დასაშვებია სერი ან შავი პური, დღეში 2 ნაჭერი.
ამ დიეტის დროს საკვების მიღება შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობით.