ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გერმანიის საელჩო ვიზალიბერალიზაციაზე პოზიციას აფიქსირებს

 

გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს თავის თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა.

“კომისიამ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების კრიტერიუმების შესრულება საქართველოს მიერ. ამჟამად ბრიუსელში შესაბამის ორგანოებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზარეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებზე. ამ კონსულტაციებისას, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ასევე სიტუაცია ევროკავშირსა და გერმანიაში. იქ ამჟამინდელი სამიგრაციო კრიზისის გამო, გაიზარდა უსაფრთხოების კუთხით არსებული შიში შემდგომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ამ საკითხებში ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “პირველს” გერმანიის საელჩომ მიაწოდა.

შეგახსენებთ, გერმანული გამოცემა „BILD“-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.

 

იტვირთბა....