ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.  შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ სარგებელს აქედან. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. ბოლო ანგარიში, იმ ძალადობის შესახებ, რომელიც განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და პარლამენტის წევრების მიმართ ჩემთვის შეშფოთების საგანია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები ბრალის წარდგენის შესახებ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ თქვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასეთ ეს მოვლენა და რაც თქვენგან მოვისმინე ნამდვილად დამაიმედებელია. მადლობა კიდევ ერთხელ“- განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის მდგრადობისა და გაძლიერებისთვის.

„ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს პატივსაცემი და ყოვლისმომცველი საარჩევნო გარემო. თავისუფალი და პლურალისტური მედია ამის საუკეთესო წინაპირობაა. რასაკვირველია, დამკვირვებლების ჩართულობა ასევე უმნიშვნელოვანესია“- აღიშნა ტუსკმა.

განცხადება გააკეთა გიორგი მარგველაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრაზე მათ განიხილეს თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები მშვიდ გრემოში, თავისუფალი მედიისა და კამპანიის თავისუფლად წარმოების ხელმისაწვდომობით.

„ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, იმ პოზიტიურ გავლენებს, რომელიც ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების იმპლემენტაციით.

მე მოვახსენე პრეზიდენტ ტუსკს, რომ ჩვენ კვლავ ვართ აქტიური ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობა მალის რესპუბლიკაში გაძლიერედება.

ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე მივაწოდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია, გამყოფ ხაზზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის შესახებ და ამჟამად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მისიის ჩვენთან ყოფნის მნიშვნელობა და ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს კმაყოფილებას მათ მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

იტვირთბა....