aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცესკო არჩევნების ჩასატარებლად მზად არის

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მზად არის”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. ცესკო დღეს გამართავს პირველ სხდომას, სადაც დამტკიცებული იქნება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სხდომის დღის წესრიგის მიხედვით სხვადასხვა საკითხები“, – განაცხადა მიქელაძემ.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე ცესკოში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი. რაც შეეხება მოქმედი თანამდებობის პირებს, ანა მიქელაძის განმარტებით, არსებული კანონმდებლობით, მინისტრებს რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, შეუძლიათ თანამდებობები დატოვონ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა.

„იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში და ამავდროულად არ არის კვალიფიციური სუბიექტი, უნდა წარმოადგინონ არანაკლებ 25 000 ხელმოწერა. ხელმოწერების წარდგენის ვადა არის 15 აგვისტო. ხოლო კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერის არანაკლებ 1000-მდე ხელმოწერა, ხოლო კვალიფიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს 57 დღისა უნდა მიმართონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციის გატარების მიზნით“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო სიების წარდგენა ჯერ ძალიან ადრეა, ვინაიდან არჩევნების თარიღი მხოლოდ დღეს გამოცხადდა.

იტვირთბა....