ახალი ამბები ბიზნესი მთავარი მსოფლიო

კომპანია BLB „ტერა ბანკს“ 760 ათასი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს

კომპანია BLB “ტერა ბანკს”, წარსულში “კორ სტანდარტ ბანკს” თაღლითობოს გზით ანაბრის, 760 ათასი აშშ დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს.

კომპანის ინფორმაციით, კლიენტმა თანხა „კორსტანდარტ ბანკი“ ანაბრის სახით შეიტანა 800 000 ამერიკული დოლარი 2013 წლის აპრილში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარგებელსაც იღებდა. მას შემდეგ რაც 2014 წლის აპრილში მეანაბრემ საკუთარი ანგარიშიდან 40200 დოლარი გაიტანა იმავე დღეს ბანკმა დარჩენილი თანხა კლიენტისთვის უცნობი ოთხი პირის ანგარიშზე მათი კრედიტის  ვალის დაფარვის მიზნით გადარიცხა და მეანაბრის ანგარიში გაანულა. თავად მეანაბრემ ფაქტის შესახებ არ იცოდა, რადგან ბანკისგან ყოველთვიურად სარგებელს მაინც იღებდა და საჭირო დროს თანხის გამოტანასაც ახერხებდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ  2016 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც კლიენტი ბანკში თანხის განაღდების მიზნით მივიდა, შეიტყო, რომ მის ანგრიშზე ნული თეთრი ირიცხებოდა. ფაქტი მეანაბრემ კომპანია BLB-ს შეატყობია და კომპანიამ ბანკთან დაიწყო მოლაპარაკებები.  მათი განცხადებით, „კორ სტანდარტ ბანკმა“ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. კომპანიაში აცხადებენ, რომ თანხის გადარიცხვის დოკუმენტაციაზე კლიენტის ხელმოწერებიც გაყალბებულია, რასაც სამხარაულის ექსპერტიზაც ადასტურებს.

BLB-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დოკუმენტაციის გაყალბების და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

BLB, რომელიც დაზარალებული კლიენტის ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს, უახლოეს მომავალში სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

იტვირთბა....