ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რაზე ისაუბრეს ანგელა მერკელმა და გიორგი კვირიკაშვილმა ტელეფონით

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან წინააღმდეგობის დაფიქსირების შემდეგ, ქართული მხარე ორ ქვეყანასთან თანამშრომლობას ააქტიურებს. ახლო მომავალში პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს, მანამდე იქ უკვე გაემგზავრა პარლამენტის თავმჯდომარე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სტელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრემიერმა კანცლერს გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.

„ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ“. – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

იტვირთბა....