თბილისში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა შეეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

