ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რა მიწერეს ჰაკერებმა ცუკერბერგს მისი გვერდების გატეხვის შემდეგ

ჰაკერებმა მარკ ცუკერბერგის პროფაილი გატეხეს, მათ შორის Instagram, Twitter, LinkedIn, Pinterest.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებლობა ჰაკერების ჯგუფმა Ourmine აიღო.

ჰაკერებმა აღნიშნული დარღვევის შესახებ ცუკერბერგს შეატყობინეს და მათთან დაკავშირება შესთავაზეს: “გამარჯობა, ჩვენ თქვენს Instagram, Twitter, LinkedIn და Pinterest -თან წვდომა მოვიპოვეთ. ჩვენ უბრალოდ თქვენი უსაფრთხოება შევამოწმეთ”, – აღნიშნულია მიმართვაში. ჩანაწერი მალევე წაიშალა.

იტვირთბა....