გერმანული გამოცემის BILD-ის ინფორმაციით, გერმანია უარს ამბობს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებაზე. წერილში აღნიშნულია, რომ უფრო და უფრო მეტი ქართული დაჯგუფება გერმანიაში ძარცვით არის დაკავებული. ამის მიუხედავად კი ევროკავშირი ქვეყანას ვიზალიბერალიზაციას სთავაზობს.
გერმანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართველი თავშესაფრის მაძიებელი პირები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე მეტ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან.
გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისიტან-სოციალისტური კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება საფრთხის შემცველია და ამის მიზეზად ისინი ქართველებს შორის კრიმინალის მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ.
სტატიაში მოყვანილია ციფრებიც. გერმანიის კრიმინალის სამსახურის ცნობით, ქართული მაფია უამრავ დანაშაულთან არის დაკავშირებული. ამ სამსახურის ცნობით, 2015 წელს ბინის ძარცვის 167 ათასი შემთხვევიდან დიდი წილი ქართველებზე მოდის.

