aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ნებისმიერ ფორმატზე თანახმა ვარ”: ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს ეთერს სთავაზობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას  “რუსთავი 2”-ის და “ტაბულას” მიმართ,  თავისი კონკრეტული პირობებით ინტერვიუს შესახებ, ეხმაურება:

“მე ვარ მზად ბიძინა ივანიშვილზე გავაკეთო გადაცემა. სადაც უნდა, როგორი ფორმატითაც უნდა. რა თემაზეც უნდა. წინასწარ გავლით და თუ სურს გადაცემის მერე ჩვენებით. მოკლედ, უთხრან მისმა მრჩევლებმა რომ დამთანხმდეს ნებისმიერ ფორმატზე თანახმა ვარ. თან ოთხშაბათი უნდოდა და იქ მისვლით. მზად ვარ”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა “რუსთავი 2”-ს და “ტაბულას” კონკრეტული პირობებით ინტერვიუ შესთავაზა. “რუსთავი 2”-მა უარი განაცხადა და თავისი პირობები წაუყენა. “ტაბულა” თანახმაა ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზება მიიღოს.

 

იტვირთბა....