აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანში ომი მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფას წარმოადგენს” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

ირანში ომი მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფას წარმოადგენს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, ირანში ომის დაწყებამდე გერმანიას კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია და ეს გერმანიის ომი არ არის.

„ჩვენთვის ამის შესახებ არავის უკითხავს. ეს ჩვენი ომი არ არის და შესაბამისად, ამ ომში ჩათრევა არ გვსურს. ნათლად რომ ვთქვათ, ეს ომის მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფას წარმოადგენს“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გერმანია მზად იქნება, რომ მშვიდობა უზრუნველყოს.

„ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში, ყველა ოპერაციას განვიხილავთ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, კერძოდ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

იტვირთბა....