ახალი ამბები მთავარი

ლეგენდარული მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოქსის ლეგენდა მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუჰამედ ალის სახელით ცნობილი კასიუს კლეი  რამდენიმე დღის განმავლობაში რესპირატორული გართულებებით საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მუჰამედ ალიმ  სპორტული კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, ის მსოფლიოში პირველი სპორტსმენია, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა.

კრივის ლეგენდა სპორტიდან 1981 წელს წავიდა, რის შემდეგაც მას პარკინსონის დაავადება დაუდგინდა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ებრძოდა.

 

იტვირთბა....