ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

განათლების რა მიმართულებებზე გაამახვილებს ყურადღებას ჯეჯელავა

განათლების მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რაზეც აპირებს ყურადღების გამახვილებას:

 

„ჩვენ შევეცდებით ტექნოლოგიურ განვითარებაზე გავაკეთოთ აქცენტი. გვინდა ხელი შევუწყოთ, ქართველი სტუდენტების სწავლას უცხოეთში და პირიქით. ვეცდებით, რომ პროფესიულ განათლებასიც იყოს გარკვეული სიახლეები. როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც მთავარი კონცეფციაა განგრძობითი განათლების. იბადება ადამიანი, იწყებს განათლებას, იზრდება და, როგორც ჩვენთან არის – სწავლა სიკვდიმდე შენიაო – ასე უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი  თქმით, მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებზე შეფერხებები არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.

იტვირთბა....