ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

განათლების მინისტრობის კანდიდატი,  ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროში  საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს:

„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხდა, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს:

„განხილვის პროცესში ვიყავით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსნებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიმა განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე გადააყენა და მის ადგილას ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურა წამოაყენა.

იტვირთბა....