ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

წყალდიდობის საფრთხის გამო ლუვრი მეორე დღეა დაკეტილია (ვიდეო)

წყალდიდობის საფრთხის გამო პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა ლუვრი მეორე დღეა დაკეტილია. საფრანგეთში სტიქია ამ დრომდე მძვინვარებს. ქვეყნის ჩრდილოეთში გადაუღებლად წვიმს, მდინარე სენაში წყლის დონე კვლავ იზრდება.

გუშინ პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ყველაზე დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

მედიის ცნობით, ბოლო 150 წლის განმავლობაში, ასეთი უხვი ნალექი პარიზში ჯერ არ მოსულა. შესაბამისად, მდინარე სენას დონემ აიწია.

5,5 ათასი ადამიანი ევაკუირებულია. ძირითადად, პარიზიდან 80 კმ-ში მდებარე ქალაქი ნემური დაზარალდა.

იტვირთბა....